Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

ცესკომ პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.

ცესკოს ოქმის თანახმად, 28 ოქტომბერს არჩევნებში 1 647 878 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც დარეგისტრირებული ამომრჩევნების 46.83 %-ია. 53 847 ბიულეტენი გაუქმდა, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემს (30 101) ბევრად აღემატება.

არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგი ასეთია:

  • სალომე ზურაბიშვილი – მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი – 615 572 ხმა (38.64 %);
  • გრიგოლ ვაშაძე – გაერთიანებული ოპოზიცია – 601 224 ხმა (37.74 %);
  • დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო „ძალა ერთობაშია“ – 174 849 ხმა (10.97 %);
  • შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – 59 651 ხმა (3.74 %);
  • დავით უსუფაშვილი – თავისუფალი დემოკრატები/შენების მოძრაობა – 36 037 ხმა (2.26 %);
  • ზურაბ ჯაფარიძე – ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ 36 034 ხმა (2.26 %);
  • კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო – 21 186 ხმა (1.33 %).

დანარჩენმა 18-მა კანდიდატმა ამომრჩევლის ხმების 1 %-ზე ნაკლები მიიღო (თითოეულმა).

ორ მთავარ კონკურენტს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის 3 705 უბანი გაიხსნება, მათ შორის, 55 უბანი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროებისთვის კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს ჩატარდება.

საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევენ. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, ქვეყნის მთავარსარდალს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button