civil.ge
ევროპარლამენტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელება შეაფასა
ევროპარლამენტმა 13 ნოემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრის მამიკინსის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილა. თავის შესავალ სიტყვაში მამიკინსმა განაცხადა, რომ ქვეყანამ „მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ასოცირების შეთანხმების წარმატებულად განხორციელებისთვის“ და რომ ასოცირების შეთანხმებას „ძალიან დადებითი გავლენა აქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“. „საქართველო არის მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირის სტრუქტურული საგარეო პოლიტიკა ნამდვილად მუშაობს“, - მიმართა …