civil.ge
გაერთიანებული შტაბის უფროსი ზურაბიშვილის წინააღმდეგ ყოფილი სამხედროების კამპანიას ეხმაურება
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ყოფილი სამხედროების მიერ სოციალურ მედიაში წარმოებულ კამპანიას გამოეხმაურა. 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ჩაჩიბაიამ ხაზი გაუსვა, რომ „ნებისმიერი მცდელობა - ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“. „საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი …