civil.ge
თბილისი შიდა ქართლში, ოკუპაციის ხაზზე მავთულხლართების აღმართვას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონის მახლობლად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების სამუშაოებს გმობს. ახალი ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი ბარიერის მიღმა აღმოჩნდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი „უხეშად არღვევს" საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და მოუწოდა მოსკოვს, რომ „შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა …