civil.ge
ბათუმის პორტი NATO-ს 5 სამხედრო ხომალდს მასპინძლობს
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) შემადგენლობაში არსებული ხუთი ხომალდი ბათუმის პორტში 2 ნოემბერს შემოვიდა და იქ სამი დღის განმავლობაში დარჩება. საზღვაო ხომალდების ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც გერმანიის, თურქეთის, ესპანეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები შედის, ნატოს SNMCMG2-ის მეთაური ფრენკ ნაგინსკი ხელმძღვანელობს. ხომალდები ბათუმის პორტში 5 ნოემბრამდე დარჩებიან და მათი ეკიპაჟები საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ …