civil.ge
ქართული ოცნების წარმომადგენლები „სამოქალაქო ომის“ შესაძლებლობაზე საუბრობენ
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს რამდენიმე დეპუტატმა მეორე ტურში ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობაზე მიანიშნა. ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა: „თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც დღეს ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი …