civil.ge
ცესკო: 3 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 30.98 % იყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 085 730 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 30.98 %-ია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დღის სამი საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 32.05 % იყო. საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნები დღეს ზუსტად დილის 8 საათზე გაიღო და საღამოს 8 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც, ხმების დათვლის პროცესი დაიწყბა.