civil.ge
საპრეზიდენტო არჩევნებს 58 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება
ცესკოს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 58 საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 1 100 წარმომადგენელი დააკვირდება. დამკვირვებელთა სიაში შედის რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და სხვები. OSCE/ODIHR-მა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში სექტემბრის ბოლოს გახსნა და მას ელჩი გირთ-ჰინრიჩ არენი ხელმძღვანელობს. …