civil.ge
ოკუპირებული რეგიონებიდან წელს უნივერსიტეტებში 146 ქართველი აბიტურიენტი ჩაირიცხა
თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ უნივერსიტეტებში 2018 წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 146 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამის შესახებ რეგიონების დევნილობაში მყოფი მთავრობები იტყობინებიან. ჩარიცხული სტუდენტებიდან, 138 გალის, რვა კი - ახალგორის რაიონიდანაა. გალისა და ახალგორის რაიონები ძირითადად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული. აფხაზეთის დევნილობაში მყოფი განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში გალიდან 260-მა აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა. …