civil.ge
დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის თავმჯდომარეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მათმა კოლეგებმა ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან. მინისტერიალის მონაწილეებმა ევროკავშირის ინიციატივის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ განხორციელებაზე იმსჯელეს …