civil.ge
ცხინვალის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი თავისუფალია
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეების მიერ „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ წინაგართან დაკავებულ საქართველოს მოქალაქე, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი მაია ოთინაშვილი 11-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სახლში დაბრუნდა. ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს 9 ოქტომბერს სოფელ ერგნეთში გადასცეს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ოთინაშვილმა ოჯახის ვერსია გაიმეორა, რომ ის ხურვალეთში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში დააკავეს. მისი თქმით, ის ოსებმა დაიჭირეს და რუსებთან …