civil.ge
მამუკა ჩიქოვანმა ევროპული საქართველო დატოვა
დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა პარტია ევროპული საქართველო დატოვა, რის შედეგადაც პარტიას პარლამენტში 19 დეპუტატი დარჩა. ჩიქოვანმა განცხადება 2 ოქტომბერს გააკეთა. მას მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე არ უსაუბრია, თუმცა მედიის ინფორმაციით, იგი გაერთიანებულ ოპოზიციაში გაწევრიანებას გეგმავს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ“ და რომ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ „საკუთარი ძალების დემონსტრირება …