civil.ge
1918: რუსული გაზეთები საქართველოს შესახებ
(გაზეთი „ერთობა“, 26 სექტემბერი, 1918, N205) საქართველოს გარშემო ბევრს სწერდნენ და კვლავ განაგრძობენ წერას რუსეთის გაზეთებში საქართველოს შესახებ. პრინციპიალური წერილები, თუ უბრალო ცნობის ხასიათის მასალა რუსეთის გაზეთებში, საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული. საქართველოს წინააღმდეგ სწერენ ბალშევიკური გაზეთები, სოციალისტ-რევოლიუციონერების თუ სხვა „სოციალისტების“, კადეტების, შავრაზმელების და სხვათა გაზეთები. ის, რაც კეთდება და იწერება თფილისში საქართველოს წინააღმდეგ, უცვლელად, ხშირად სხვადასხვა …