civil.ge
რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევით ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატები ლიდერობენ
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა მისივე დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი მეორე ტურში უნდა გაირკვეს. კვლევა ამერიკულმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა. ტელეკომპანიის თანახმად, კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, 14-23 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ჩატარდა და საარჩევნო უფლების მქონე 3 000 …