civil.ge
საქსტატი: 2018 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 389 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
„საქსტატის“ მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 9.4%–ით გაიზარდა და 389.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 287 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, პირველი ორი კვარტლის მაჩვენებელი 676.2 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან …