civil.ge
სირიამ და სოხუმმა დაუბეგრავი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სირიის მთავრობამ 6 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც დამასკოსა და სოხუმს შორის დაუბეგრავი ვაჭრობის შემოღებას ითვალისწინებს. შეთანხმებას ხელი აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას დამასკოში ვიზიტის დროს სირიის ეკონომიკის მინისტრმა მოჰამად სამერ ალ-ხალილმა და მისმა კოლეგამ სოხუმიდან ადგურ არძინბამ მოაწერეს. სირიის ხელისუფლების თქმით, შეთანხმება „ორ მეგობარ ქვეყანას შორის“ ვაჭრობის გაცვლას …