civil.ge
გერმანიის კანცლერი თბილისში საქართველოს ლიდერებს შეხვდა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 23-24 აგვისტოს თბილისს სტუმრობს. დღეს ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხი განიხილა. ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მერკელმა თბილისში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ განხორციელებული ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ შეუწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. „მხარს ვუჭერ …