civil.ge
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს
გასული წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 21 აგვისტოს გამოკითხვაზე მესამედ დაიბარეს. მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატების განმარტებით, ის ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოიკითხა. ისინი მიიჩნევენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მას ზოგადი ტიპის კითხვებს იმ საქმესთან …