civil.ge
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა 21 აგვისტოს თანამდებობა დატოვა. გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურში 2015 წლიდან მუშაობდა და ის ბევრ გახმაურებულ საქმესთან ასოცირდებოდა, მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში ჩატარებულ ანტიტერორისტულ და პანკისის ხეობაში გასული წლის დეკემბერში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვიტანილების დაკავების ოპერაციებთან. გოგაშვილის გადადგომის ზუსტი მიზეზი უცნობია. უსაფრთხოების სამსახურმა მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია …