Placeholder canvas
ახალი ამბები

მოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის გამოსახულებიანი მაისურების მორგებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა

16 აგვისტოს ონლაინ-გამოცემა on.ge – ს მიერ გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები რუსეთის დროშის გამოსახულებიან მაისურებში ჩანან, საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

კერძოდ, ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს, ასევე ნაკრების წევრებსგენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილსრუსეთის დროშის გამოსახულებიან მაისურზე, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრისა და რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამბულატ თედეევის პორტრეტიანი მაისურები აცვიათ.

გავრცელებულმა ფოტომ სოციალურ ქსელში საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. რასაც მალევე, ასევე სოციალური ქსელით თავად გენო პეტრიაშვილისა და გიორგი იანტბელიძის განმარტებები მოჰყვა. გენო პეტრიაშვილის თქმით, ფოტო დაღესტანში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯამბულატ თედეევის თხოვნით არის გადაღებული.

ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ მას და ნაკრების თითოეულ წევრსისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს“.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის თქმით კი, „ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტიადა „პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის“. „ჯამბულატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი“, – აღნიშნა მან.

იანტბელიძის განმარტებით, ეს იყოდაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება”. „ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართთავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს, დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო“, – განაცხადა მან.

„მე და გენო განსაკუთრებით განვიცდით ამას, იმიტომ, რომ ჩვენ იქ სახლ-კარი და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. რა თქმა უნდა, ყველა განიცდის, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით გვტკივა და მაგას ვერასდროს ვერ შევეგუებით…ჩვენ ერთნი ვართ“, – დასძინა იანტბელიძემ.

დღეს განმარტება ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელმა თამაზ გეგეშიძემაც გააკეტა და განაცხადა, რომჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არ ჩაიცვამენ ეს არავის საქმე არ არის“. მისივე თქმით, ოკუპირებული ცხინვალის რეფიონში დაკავრებული და გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში, დიდი წვლილი სწორედ ჯამბულატ თედეევს მიუძღვის, თუმცა ეს არავის გაუგია. მისივე თქმით, ამაზე არავინ საუბრობს და ყურადღებას მხოლოდ რუსული დროშის ფერებიან მაისურებზე ამახვილებენ.

ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტისა და ფრაქციარუსეთის პატრიოტებისწევრი ჯამბულატ თედეევი 1968 წელს საქართველოში, ცხინვალის რეგიონში დაიბადა. 2016 წლიდან დღემდე, მას რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა უკავია. ის ამ პოზიციაზე 2001-2012 წლებშიც მუშაობდა. 2008 წელს, თედეევი რუსეთის პრეზიდენტმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული მაღალი შედეგების გამო, ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button