civil.ge
საქართველო აშშ-ის 2019 წლის სამხედრო ბიუჯეტში
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ახალ აქტში აშშ-ის კონგრესი ქვეყნის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდებს, რომ „საქართველოს უსაფრთხოების სექტორის“, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი დახმარება უზრუნველყოს, ამასთანავე გააძლიეროს მისი თავდაცვითი შესაძლებლობები, რაც მის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას გააუმჯობესებს. აშშ-ის 2019 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი წარმომადგენელთა პალატამ მაისში, სენატმა ივნისში მიიღო, პრეზიდენტმა ტრამპმა კი, დოკუმენტს ხელი 13 აგვისტოს მოაწერა. აქტი ყოველწლიური …