civil.ge
საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ქონების აღრიცხვა დაიწყო
საქართველოს მთავრობამ ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების უძრავი ქონების აღნუსხვა დაიწყო. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქონების აღნუსხვის პროცესი 2006 წელს დაიწყო. ამ დრომდე, ხელისუფლებას აფხაზეთიდან დევნილი 67 000 ოჯახის ქონება აქვს აღრიცხული. ამჯერად, ცხინვალის რეგიონის - თიღვის, ერედვის, ქურთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან დევნილი 10 000-მდე ოჯახის საკუთრების აღწერა იგეგმება, რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი ადგილები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს …