ახალი ამბები

საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ქონების აღრიცხვა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების უძრავი ქონების აღნუსხვა დაიწყო.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქონების აღნუსხვის პროცესი 2006 წელს დაიწყო. ამ დრომდე, ხელისუფლებას აფხაზეთიდან დევნილი 67 000 ოჯახის ქონება აქვს აღრიცხული.

ამჯერად, ცხინვალის რეგიონის – თიღვის, ერედვის, ქურთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან დევნილი 10 000-მდე ოჯახის საკუთრების აღწერა იგეგმება, რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი ადგილები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვეს.

იძულებით გადაადგილებული პირების საკუთრება ძველი დოკუმენტების, მეზობლებთან გასაუბრებისა და სატელიტური ფოტოების მეშვეობით განისაზღვრება. ამის შემდეგ, ყველა მონაცემი გაციფრულდება და მათი სისტემატიზება მოხდება.

9 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბარისას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განმარტა, რომ „იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ დაბრუნების განუყოფელი უფლება და ამ უფლების რეალიზების შემდგომ, ეს [ქონების არიცხვა] იმის საფუძველი გახდება, რომ მათ საკუთრებაზე უფლება ჰქონდეთ“.

მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო კომისიის 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში სულ 268 419 დევნილია რეგისტრირებული, მათგან 242 443 აფხაზეთიდან, 25 976 კი, ცხინვალის რეგიონიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button