civil.ge
1918: შოვინისტების კონსპირაცია თბილისში
1918 წლის 6 აგვისტოს გამთენიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მიერ წინა დღეს გამოცემული ბრძანებით, სახალხო გვარდიამ, მილიციონერებმა და ჯარისკაცებმა თბილისის ცენტრში თამამშევის ქარვასლა გაჩხრიკეს . ქარვასლის 60-მდე სომეხმა მცველმა სამთავრობო ძალები ქარვასლაში არ შეუშვა, რის გამოც მთავრობის რაზმმა სომეხ ყარაულს იარაღი აჰყარა. ქარვასლაში ყუმბარების, ზარბაზნებისა და ასაფეთქებელი მასალების საწყობი აღმოჩნდა, რომელიც სომხეთის მთავრობას ეკუთვნოდა. …