civil.ge
1918: თანასწორობა სქესთა, წინაშე კანონისა!
("ხმა ქართველი ქალისა" 20 ივლისი 1918, N 17) ქართველ ქალებს. თვითოეულ ერს, თვითოეულ ხალხს უკავია დედა-მიწის ზურგზე განსაზღვრული სივრცე, განსაზღვრული მანძილი, განსაზღვრული ალაგი, ანუ ტერიტორია. რაკი ერი იბადება, ვითარდება, საზრდოობს და მრავლდება ერთ ტერიტორიაზე, ამის გამო იგი თავისთავად იმსჭვალება ამ ტერიტორიისადმი ისეთივე ბუნებრივი, სათუთი და ცხოველური მიზიდულობით, როგორითაც გამსჭვალულია ხოლმე მოსიყვარულე შვილი მშობელი დედ-მამისადმი. …