civil.ge
საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. „სრულად უგულებელყოფს რა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ …