civil.ge
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს 
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობას ტოვებს და ამის მიზეზად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროებას ასახელებს. უზენაესი სასამართლოს მიერ 2 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თანახმად, გვენეტაძემ, რომელიც თანამდებობაზე 10 წლიანი ვადით, 2015 წლის მარტში აირჩიეს, მისი პოსტზე ყოფნის დროს გატარებული რეფორმები მიმოიხილა და საერთაშორისო დონორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. …