civil.ge
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ოთხი ევროპელი მინისტრი ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის 1 აგვისტოს განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, 6-7 აგვისტოს, საქართველოს ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი ეწვევიან. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს …