civil.ge
მოსახლეობა ტყის უკანონო მოჭრის საქმეზე სვანეთში საგამოძიებოს სამსახურის შესვლას აპროტესტებს
ზემო-სვანეთის რეგიონის სოფლების, ხაიშისა და ჭუბერის რამდენიმე ასეულმა მკვიდრმა გუშინ მესტიასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადაკეტა და ხე-ტყის უკანონო ჭრის საქმეზე სვანეთში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა გააპროტესტა. მოსახლეობა სოფელ ხაიშში 26 ივლისს დილით ადრე შეიკრიბა, რასაც მათი თქმით, წინ ხელისუფლების მიერ ორ სოფელში მოქმედ ხის სახერხ საამქროებში შესვლა უძღოდა. ინციდენტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც სოფელში …