civil.ge
მამუკა ბახტაძე: საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც 18-20 ივლისს მის ახალ რანგში პირველი უცხოური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობდა, ევროპის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირში მისწრაფებების ერთგული რჩება. „დღეს, როგორც არასდროს, მოტივირებულნი ვართ, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი და წავიდეთ უფრო შორს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ბახტაძემ 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. …