civil.ge
ქართულმა ოცნებამ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა
მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სამდივნომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის გადაწყვეტილებას წინ დავით ჭიჭინაძის საჯარო განცხადებები უძღოდა, სადაც მან პარლამენტის თავმჯდომარე 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. დავით ჭიჭინაძის თქმით, ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომ შრომის უსაფრთხოების თაობაზე გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის „ხისტმა პოზიციამ“ საპარლამენტო უმრავლესობას …