civil.ge
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
საქართველოს პარლამენტმა 14 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე, 101 ხმით 12-ის წინააღმდეგ, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პოსტზე მამუკა ბახტაძე დაინიშნა, რომელმაც მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მცირე მთავრობის კონცეფცია დაასახელა, რისთვისაც შესაბამისი სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები გახდა საჭირო. მამუკა ბახტაძის კაბინეტს პარლამენტმა …