civil.ge
საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში
ნატოს 29 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებმა 11 ივლისს ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს, სადაც კიდევ ერთხელ იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო MAP-ი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“. მოკავშირეები აღიარებენ „რეფორმების კუთხით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და კვლავ უნდა განაგრძოს, რაც ეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წევრობისკენ …