Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო ესპანეთს კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავებაში დაეხმარა

ესპანეთის პოლიციამ ინტერპოლთან, ევროპოლთან, ასევე საფრანგეთის და საქართველოს პოლიციასთან თანამშრომლობით ესპანეთსა და საფრანგეთში მცხოვრები, ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი 129 პირი, მათ შორის, ორი საქართველოს მოქალაქე, დააკავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულთა უმეტესობა სომხური წარმოშობის არიან და რომ ორი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც პ.ჯ. და მ.კ., მადრიდსა და ვალენსიაში დააკავეს.

ჭელიძემ ასევე განაცხადა, რომ ორივე ეჭვმიტანილს ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე და 301-ე მუხლებით გაასამართლებენ, რაც კრიმინალური ქსელის წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

ინტერპოლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ოპერაცია Kus“, რომლის სამიზნეც „ევრაზიის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელები“ და ე.წ. „კანონიერი ქურდები იყვნენ“, „ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამ ტიპის ოპერაცია იყო, რომელიც ესპანეთში განხორციელდა“.

წლის დასაწყისში, ქართველი სამართალდამცველების დახმარებით, საფრანგეთში 14, ხოლო საბერძნეთში 23 საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ასევე დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრები იყვნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button