civil.ge
საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე ისაუბრეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 2-5 ივლისს, მის ახალ რანგში, პირველი სამუშაო ვიზიტით გერმანიას სტუმრობს, დღეს მის გერმანელ კოლეგას, ჰაიკო მაასს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები განიხილა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰაიკო მაასი მიესალმა ქვეყნის წვლილს ნატოს ავღანეთის მისიაში და აღნიშნა, რომ საქართველოს დასწრება ნატოს მომავალ სამიტზე, …