civil.ge
საფრანგეთი: აღდგება კი სავალდებულო სამხედრო სამსახური?
ქართულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ საფრანგეთი სავალდებულო სამხედრო სამსახურს აღადგენს. ეს ასე არაა. "სავალდებულო ეროვნული სამსახურის" (Service National Universel, SNU) შექმნა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც მთავრობამ დაწვრილებით ჩამოაყალიბა და ამ დღეებში სახალხოდ წარადგინა. თავისი არსით, ის უფრო საგანმანათლებლო პროექტია ახალგაზრდობისათვის, ვიდრე სამხედრო მომზადების ერთ-ერთი სახეობა. პროექტის კურატორის, ბრიგადის გენერალ დანიელ მენაუინის [Daniel …