civil.ge
შსს: დაკარგული მესაზღვრეები რუსებმა დააკავეს
ორი დაკარგული ქართველი მესაზღვრე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ლაგოდეხი-დაღესტნის მონაკვეთიდან გაუჩინარდნენ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 ივნისს. ინფორმაცია რუსების მიერ ორი მესაზღვრის დაკავების თაობაზე გუშინ დილით გავრცელდა. ადგილობრივი მედიასაშუალების Reginfo.ge-ს ინფორმაციით, მესაზღვრეები 27 ივნისს დააკავეს. შსს-მ დაადასტურა, რომ ინციდენტი 27 ივნისს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი …