civil.ge
ნაციონალური მოძრაობა ოზურგეთის ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს წევრის ბესიკ ქათამაძის ცემაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და მათთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას ითხოვს. ამ მოთხოვნით, მათ 18 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს წინ აქცია გამართეს, დეპუტატების ნაწილმა კი შიმშილობა გამოაცხადა. ოზურგეთში გუშინ განვითარებულ მოვლენებს წინ 15 ივნისის ინციდენტი უძღოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ბესიკ ქათამაძის განცხადებით, ის ქართული ოცნების …