civil.ge
Amnesty International: სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაა საჭირო
„საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, მათ შორის პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა უნდა გახდეს“, - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International. სამგვერდიანი განცხადება, რომელიც 18 ივნისს გამოქვეყნდა, ყურადღებას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ამახვილებს, რასაც თბილისში საპროტესტო აქციები მოყვა, ასევე სხვა გახმაურებულ სისხლის სამართლის გამოძიებაზე, რომელმაც საქართველოში სისხლის …