civil.ge
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობაში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე საუბრობს
საქართველოს მთავრობაში სამინისტროების რაოდენობა თოთხმეტიდან თერთმეტამდე შემცირდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, მმართველ პარტიასთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. ბახტაძემ, რომელიც ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გასულ კვირას მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, საკადრო ცვლილებებიც დააანონსა და განაცხადა, რომ ეს საერთო ჯამში ექვს სამინისტროს შეეხება. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი მინისტრი …