civil.ge
გიორგი კვრიკაშვილის გადადგომას პოლიტიკოსები აფასებენ
გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლას შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში მოჰყვა. უმრავლესობის ნაწილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი „ახალი ენერგიის“ საჭიროებით ახსნა, ხოლო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ მისი გადადგომა „ქვეყანაში არსებულ კრიზისს“ და საზოგადოების პროტესტს დაუკავშირა. თამარ ჩუგოშვილი - ქართული ოცნება: ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან. მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანოსთან. ბევრად უფრო …