civil.ge
ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა
ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შსს-ში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განმარტებით, უწყება იმ დამატებით გარემოებებს იკვლევს, რომლებიც სასამართლოში მკვლელობის ძირითადი საქმის განხილვისას გამოიკვეთა. ბორცვაძის თქმით, გამოძიების მიზანი იმ პირების გამოვლენაა, რომლებიც „მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით, სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას“. „არსებობს საფუძვლიანი …