civil.ge
მთავარ პროკურატურასთან შეკრებილები ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ
ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. მთავარ პროკურატურასთან აქცია დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. 2017 წლის პირველ დეკემბერს მოზარდებს შორის დაპირისპირებას 51-ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით, …