civil.ge
ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა
საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმიდან: კვირა, 26 მაისი, 1918 წელი. ქალაქი თფილისი, სასახლე. სხდომას დაესწრო 42 წევრი და 36 კანდიდატი. ლოჟებში და ქანდარაზე მრავალრიცხოვანი საზოგადოებაა. მოედანი სასახლის წინ და უახლოესი ქუჩები გაჭედილია ხალხით. სასახლის თავზე ფრიალებს ქართული დროშა. თავმჯდომარეობს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. პრეზიდიუმში არიან: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე. …