civil.ge
ჯერი კონოლი: რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია უნდა დასრულდეს
„სამეზობლოში, სადაც ხშირად ავტოკრატული და ავტორიტარული მმართველობა იკიდებს ფეხს, ქართველ ხალხს ყოველთვის ჰქონდა თვითგამოხატვისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამბედაობა და დემოკრატიული მმართველობისათვის საჭირო პოლიტიკური პლურალიზმი“, - განაცხადა 21 მაისს კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. კონოლიმ, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა, განმარტა, რომ საქართველომ „მისი რუსეთთან მეზობლობის პირობებში“, …