civil.ge
ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიხეილ ჯანელიძემ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დანიაში გამართულ ევროსაბჭოს 128-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა. „როდესაც ჩვენ ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტებზე უნდა გავამახვილოთ“, - განაცხადა მინისტრმა. მიუღებელია, როდესაც 21-ე საუკუნეში ადამიანები „სამხედრო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ, ან საფრთხისა და მუქარის …