civil.ge
საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 16-17 მაისს, ვიზიტით ყაზახეთს სტუმრობს. ის პრემიერ-მინისტრს ბაჰიტჟან საგინტაევს, საგარეო საქმეთა მინისტრს კაირატ აბდრახმანოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. პრემიერ-მინისტრ ბაჰიტჟან საგინტაევთან შეხვედრის დროს, მხარეები ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის და სხვა სფეროებში, ორ ქვეყანას შორის „წარმატებულ თანამშრომლობას“ და საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას მიესალმნენ. მინისტრებმა ორმხრივი საინვესტიციო …