civil.ge
17 მაისს თბილისში ორი აქცია გაიმართება
საქართველოს საპატრიარქო 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობის მოწყობას გეგმავს, რომელიც ვარდების მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის გადახდით დასრულდება. ამის შესახებ, 15 მაისს საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს მსვლელობა „რაიმე აგრესიას“ არ უკავშირდება და მათ უბრალოდ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღნიშვნა სურთ. დეკანოზმა ყველა …