civil.ge
ღამის ორ კლუბში ჩატარებული რეიდების შედეგად პოლიციამ რვა პირი დააკავა
სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ორ ღამის კლუბში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ რეიდები ჩაატარეს მას შემდეგ, რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკების მიღების შედეგად გარდაცვალების ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა. სამართალდამცველები ღამის კლუბებში დაახლოებით ღამის 1 საათზე შევიდნენ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ შეიარაღებული პოლიციელები შენობაში შედიან ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა სპეცოპერაციიდან მალევე, რომ „აღნიშნულ …