civil.ge
ცხინვალი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს აწესებს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ახალგორის მოსახლეობისთვის ახალი შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს. შეზღუდვების შესახებ განცხადება ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა, რომელიც 27 აპრილს ახალგორს სტუმრობდა, სადაც მან ოკუპირებული რეგიონის მინისტრების და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო სხდომა გამართა. რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ახალგორში, რომელიც 2008 წლამდე მთლიანად ცენტრალური მთავრობის იურისდიქციას ექვემდებარებოდა, 4 209 ადამიანი ცხოვრობს (ომამდელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი). …